იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „სასუოლომ“ შინ 4:2 დაამარცხა „რომა“. ერთი გოლი რომაელთა რიგებში ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ გაიტანა.
33 წლის ფეხბურთელისთვის ეს იყო მე-100 გოლი „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე. ბოსნიელი მეშვიდე მოთამაშეა კლუბის ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მანამდე ეს შეძლეს: ფრანჩესკო ტოტიმ (307), რობერტო პრუცომ (138), ამადეო ამადეიმ (111), როდოლფო ვოლკმა (106), პედრო მანფრედინიმ (104) და ვინჩენცო მონტელამ (102).
ჯეკო „რომაში“ 2015 წლიდან თამაშობს. მან კლუბში 206 მატჩი ჩაატარა.