ედინ ჯეკო „რომას“ ძირითად შემადგენლობას ჩამოაშორეს
ედინ ჯეკო „რომას“ ძირითად შემადგენლობას ჩამოაშორეს

„რომას“ წამყვანი ფორვარდი ედინ ჯეკო ძირითადი შემადგენლობიდან დაითხოვეს გუნდის მთავარ მწვრთნელთან პაულო ფონსეკასთან კონფლიქტის გამო.

როგორც გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“ წერს, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის უკვე დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. პარასკევს, ფონსეკამ სხვა მოთამაშეებს გამოუცხადა, რომ ჯეკო არ იქნებოდა „სპეციას“ წინააღმდეგ შაბათის მატჩის განაცხადში. ეს შეხვედრა რომაულმა კლუბმა 4:3 მოიგო.

არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ბოსნიელ ფეხბურთელს კაპიტნობას ჩამოართმევენ.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ფონსეკამ განაცხადა, რომ ჯეკო „სპეციასთან“ მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა. ფეხბურთელის აგენტმა უკვე შესათავაზა თავისი კლიენტი „ვესტ ჰემს“.