ედი ნკეტია ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია

14:22, 14.10.2020

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში თურქეთისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

ერთ-ერთი გოლი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ედი ნკეტიამ გაიტანა. „არსენალისა“ და ინგლისის ეროვნული გუნდის ფორვარდისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში ეს მე-14 გოლი იყო 12 მატჩში.

ედი ნკეტიას ბრწყინვალე სტატისტიკა რეკორდშიც აისახა და ის ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, აჯობა რა ალან შირერსა და ფრენსის ჯეფერსს.

მსგავსი