ედი ჯორდანი დარწმუნებულია, რომ ლუის ჰემილტონი „ფერარიში“ გადაბარგდება
ედი ჯორდანი დარწმუნებულია, რომ ლუის ჰემილტონი „ფერარიში“ გადაბარგდება

ფორმულა 1 -ის ყოფილი მენეჯერი ედი ჯორდანი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ექვგზის ჩემპიონი მალე „მერსედესიდან“ წავა და „ფერარის“ გუნდს შეუერთდება. ჯორდანის გათვლებით ეს ამბავი 2021 წელს მოხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს ჰემილტონი „ფერარიში“ გადავა, – ციტირებს ჯორდანს F1i – ეს ლუისისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება.

იგი საკუთარი კარიერის დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სურს, რომ მეშვიდედ და უფრე მეტჯერაც კი მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ვფიქრობ, „ფერარი“ ტოტო ვოლფსაც გადაიბირებს, რომელსაც „მერსედესთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. მათ იციან, რომ ფორმულა 1-ში „მერსედესის“ გრძელვადიანი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.