ედი ალვარესის აზრით, კონორ მაკგრეგორი ტონი ფერგიუსონის დამარცხებას მოახერხებს [ვიდეო]

14:39, 26.04.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ედი ალვარესი თვლის, რომ კონორ მაკგრეგორი ტონი ფერგიუსონის დამარცხებას მოახერხებს.

ალვარესი ამჟამად ONE Championship-ში ასპარეზობს. The Score MMA-სთან მიცემულ ინტერვიუში ალვარესმა კონორ მაკგრეგორის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

„მე ვთვლი, რომ კონორი ტონის დამარცხებას შეძლებს. მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი კონორისა და გეტჯის ბრძოლას. რაც შეეხება ხაბიბთან დაპირისპირებას, ეს სტილისტურად მისთვის ძალიან მოუხერხებელი ბრძოლაა და არ მგონია შანსი ჰქონდეს.“ – აღნიშნა ალვარესმა.

შეგახსენებთ, რომ ალვარესმა UFC – ის ჩემპიონის ქამარი 2016 წელს სწორედ კონორ მაკგრეგორთან მარცხის შემდეგ დათმო.

https://www.youtube.com/watch?v=guebFLBAax0&feature=emb_logo&fbclid=IwAR37KFWgI0rkAt3CN_HljTb4Gd6J5cqWLMEIduskvCqL0V9rW5Q7Qe_6Nqg

მსგავსი