ედგარს რინკევიჩსი – ყურადღებით ვაკვირდები თბილისში განვითარებულ მოვლენებს, მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში

10:28, 23.02.2021

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, მე მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი