ედგარ მანუჩარიანი -  ჯონ ვან’ტ სხიპს სომხურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება #1TVSPORT
ედგარ მანუჩარიანი - ჯონ ვან’ტ სხიპს სომხურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება #1TVSPORT

სომხეთის ნაკრებისა და „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედგარ მანუჩარიანმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯონ ვან’ტ სხიპს სომხურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, – მან ამის შესახებ „არმენპრესთან“ ისაუბრა.

„პირადად არ ვიცნობ ჯონ ვან’ტ სხიპს. როდესაც მე „აიაქსში“ ვიყავი, ის ნიდერლანდების ნაკრებში მარკო ვან ბასტენის ასისტენტად მუშაობდა. ვფიქრობ, ის გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ დრო გვიჩვენებს, სომხეთის ნაკრებს რამდენად წაადგება. ბევრად უკეთ ვიცნობ მის ასისტენტს, არონ ვინტერს, რომელთანაც „აიაქსის“ მეორე გუნდში ვმუშაობდი.

ვან’ტ სხიპს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს და იმედია, სომხეთის ნაკრებში ყველაფერი გამოუვა. სომხეთსა და ნიდერლანდებს შორის ბევრი განსხვავებაა, განსაკუთრებით მენტალიტეტში. თუმცა, საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ახლოს არიან. გვყავს ტექნიკურად მომზადებული მოთამაშეებიც, მაგრამ ვფიქრობ, ნაკრებთან და ჩვენს ფეხბურთთან შესაგუებლად სხიპს დრო მაინც სჭირდება“, – ამბობს მანუჩარიანი.

სომხეთის ეროვნულ გუნდი 61 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ერთა ლიგის მატჩამდე ჩაიბარა. ჯონ ვან’ტ სხიპის ასისტენტი კი ნიდერალანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არონ ვინტერი იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფში 20 მარტს ერევანში შეხვდება, ხოლო 23 მარტს თბილისში უმასპინძლებს.