ედგარ დავიდსი ვან გაალის თამაშემწე გახდა #1TVSPORT
ედგარ დავიდსი ვან გაალის თამაშემწე გახდა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი ეროვნული გუნდის საწვრთნელ შტაბში შეიყვანეს, – დაწერა ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურმა.

49 წლის სპეციალისტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის ასისტენტად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ჰენკ ფრეიზერი შეცვალა, რომელიც „უტრეხტში“ იმუშავებს.

„მოხარული ვარ, რომ ედგარ დავიდსი შეუერთდა ჩვენს ტექნიკურ პერსონალს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჰენკ ფრეიზერი მომავალი სეზონიდან მთლიანად იქნება კონცენტრირებული „უტრეხტზე“, ვკითხე დავიდსს, ხომ არ სურს გახდეს ჩემი მეორე თანაშემწე ნაკრებში.

ადრე ჩვენი გზები რეგულარულად იკვეთებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ის შესანიშნავად გაუმკლავდება ამ როლს. გარდა ამისა, ფეხბურთელები შეძლებენ სრულად გამოიყენონ მისი გამოცდილება“, – კომენტარი გაუკეთა დავიდსის დანიშვნას ვან გაალმა.

„მე არა მხოლოდ ვამაყობ, არამედ ძალიან აღფრთოვანებული იმით, რომ შემიძლია გავაგრძელო ჩემი სამწვრთნელო კარიერა ისეთ ცნობილ სპეციალისტთან. როგორიც ლუი ვან გაალია, და ვიმუშაო აბსოლუტურ მწვერვალთან – ნიდერლანდების ნაკრებთან“, – განაცხადა დავიდსმა.