ედენი აზარი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ რეალ მადრიდთან შეთანხმებას მიაღწია
ედენი აზარი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ რეალ მადრიდთან შეთანხმებას მიაღწია

ჩელსის ფორვარდი ედენ აზარი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რეალ მადრიდთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ბელგიელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ იწურება და გავრცელებული ცნობების მიხედვით, ფეხბურთელი უკვე ელაპარაკა მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს. ამჟამად სანაკრებო თამაშებზე მყოფ აზარს ამის შესახებ შეკითხვაც დაუსვეს, რაზეც მან ღიმილით უპასუხა:

„ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ მინახავს. ახლა მთელი ყურადღება კვიპროსის წინააღმდეგ მატჩზე მაქვს გადატანილი. სხვა არაფერზე ვფიქრობ“.

სკაი სპორტსის (Sky Sports) ინფორმაციით, მიმდინარე თვის დასაწყისში ჩელსის აზარის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს, თუმცა ლონდონელებმა ამას უარით უპასუხეს. თავის მხრივ, აზარმაც რამდენჯერმე უთხრა უარი ჩელსის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზარის ვერგადაბირების შემთხვევაში, მადრიდელები ვესტ ჰემიდან ფელიპე ანდერსონის შეძენას შეეცდებიან.