ედენ აზარს ორი თვის გამოტოვება ემუქრება
ედენ აზარს ორი თვის გამოტოვება ემუქრება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.

როგორც „რეალის“ პრესსამსახური იტყობინება, აზარს მარჯვენა ფეხის ძვალი აქვს გაბზარული. დაბრუნების ოფიციალური თარიღი არ დაუსახელებიათ. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, აზარმა შეიძლება დაახლოებით ორი თვე გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი სულ ახლახანს დაბრუნდა მოედანზე იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც ნოემბერში მიიღო ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს. „ლევანტესთან“ თამაში აზარისთვის დაბრუნების შემდეგ, მხოლოდ მეორე იყო.

ამ სეზონში „რეალის“ შემტევმა ესპანეთის ჩემპიონატში ათი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.