ედენ აზარს ორი თვეა გოლი ვერ გააქვს
ედენ აზარს ორი თვეა გოლი ვერ გააქვს

პრემიერლიგის მე-15 ტურში „ვულვერჰემპტონმა“ მოულოდნელად 2:1 დაამარცხა ლონდონის „ჩელსი“.

აღვნიშნავთ, რომ „არისტოკრატების“ რიგებში ისევ ვერ გაიტანა ედენ აზარმა. ბელგიელი ზუსტად ორი თვეა, რაც გოლის გატანას ვერ ახერხებს, უფრო კონკრეტულად კი 7 ოქტომბრიდან მოყოლებული. მისი უგოლო სერია „ჩელსის“ შემადგენლობაში შვიდ მატჩს მოიცავს.

ამ „მშრალ“ სერიამდე, აზარმა 10 მატჩში რვა გოლი გაიტანა.