ედენ აზარს ოპერაცია აშშ-ში ჩაუტარდება
ედენ აზარს ოპერაცია აშშ-ში ჩაუტარდება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ამ კვირას ტრავმირებულ კოჭზე ოპერაციას გაიკეთებს, – ამის შესახებ დაწერა ESPN-მა.

წყაროს ცნობით, ოპერაციას 5 ან 6 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დალასში ჩაატარებენ. იქ აზარი „რეალის“ ექიმთან ნიკი მიჰიჩთან ერთად გაემგზავრება. ოპერაციის შემდეგ, ბელგიელ ფეხბურთელს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვისა და აღდგენისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა 22 თებერვალს, „ლევანტესთან“ მატჩში მიიღო, ამ თამაშამდე აზარი სამი თვე მკურნალობდა ფეხის ტრავმას.

მიმდინარე სეზონში აზარმა „რეალის“ მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.