ედენ აზარმა სახლი 11 მილიონ ევროდ შეიძინა
ედენ აზარმა სახლი 11 მილიონ ევროდ შეიძინა

მადრიდის „რეალის“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა ედენ აზარმა მადრიდის გარეუბანში სახლი 11 მილიონ ევროდ შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას „მარკა“ (Marca) ავრცხელებს.

სახლი ადრე ცნობილ მომღერალ ალექსანდრ სანსს ეკუთვნოდა და ის ძალიან პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. ახალ სახლში, რომელშიც ექვსი საძინებელი, საცურაო აუზი, სპა, სავარჯიშო დარბაზი, კინოთეატრი და ჩოგბურთის კორტებია, აზარი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იცხოვრებს.