ედენ აზარმა ბელგიის ნაკრები დატოვა
ედენ აზარმა ბელგიის ნაკრები დატოვა

მადრიდის „რეალის“ შემტევი ედენ აზარი გამოძახებული იყო ბელგიის ნაკრებში ევრო 2020-ის შესარჩევ თამაშის მონაწილეობისთვის – 6 სექტემბერს სან მარინოსა და 9 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ. მაგრამ, ფეხბურთელმა დატოვა ნაკრების ბანაკი და კლუბში დაბრუნდა.

აზარმა ვერ მოასწრო იმ ტრავმისგან ბოლომდე გამოჯანმრთელება, რომელიც ერთ-ერთი წინასასეზონო ვარჯიშის დროს მიიღო. ის დააბრუნეს მადრიდულ კლუბში, რათა არ გაერისკათ მისი ჯანმრთელოობით. საგულისხმოა, რომ მანამდე, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ეჭვქვეშ დააყენა აზარის ნაკრებში გამოძახების მიზანშეწონილობა, მაგრამ განაცხადა, რომ კლუბი არ აღუდგება წინ მოთამაშის ეროვნულ გუნდში გამგზავრებას.

ასევე ბელგიის ნაკრებს დატოვებს ედენის უმცროსი ძმა – ტორგან აზარი. დაზიანების გამო, ის „დორტმუნდში“ დაბრუნდა.