ედენ აზარის თქმით, ევროპა ლიგის ფინალი მისი უკანასკნელი მატჩი იყო ჩელსის მაისურით
ედენ აზარის თქმით, ევროპა ლიგის ფინალი მისი უკანასკნელი მატჩი იყო ჩელსის მაისურით

ევროპა ლიგის ფინალური მატჩის დასრულებისთანავე „ჩელსის“ ფორვარდმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ ეს ლონდონურ გუნდში მისი უკანასკნელი მატჩი იყო. 28 წლის ბელგიელის „რეალ მადრიდში“ გადასვლის ამბავი უკვე თითქმის გადაწყვეტილია და მომავალ სეზონში, როგორც ჩანს, მას სწორედ მადრიდულ სამეფო კლუბში ვიხილავთ.

„მე მგონი, ეს დამშვიდობება იყო, თუმცა ფეხბურთში ასე დარწმუნებით ვერაფერს იტყვი“, – უთხრა აზარმა ჟურნალისტებს თამაშის შემდეგ.

„ვიცი, რომ წასვლა სურს და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – ეს უკვე ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის სიტყვებია, – „ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ორი-სამი თვე დამჭირდა, რომ მის ხასიათს ჩავწვდომოდი და მივმხვდარიყავი, რომ შესანიშნავი პიროვნებაა. ის არაორდინარული მოთამაშეა, ცოტათი უცნაური ხასიათიც აქვს, მაგრამ ესეც მისი არაორდინარულობაა“.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში გამართულ ფინალურ მატჩში „ჩელსიმ“ თანაქალაქელი „არსენალი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა, აზარმა კი ორი გოლის გატანა მოახერხა.