ედენ აზარის სურვილია, „ჩელსის“ ლეგენდა გახდეს | ბელგიელის ანგარიშზე უკვე 101 გოლია
ედენ აზარის სურვილია, „ჩელსის“ ლეგენდა გახდეს | ბელგიელის ანგარიშზე უკვე 101 გოლია

„უოტფორდსა“ და „ჩელსის“ შორის პრემიერ ლიგის მატჩში ედენ აზარმა დუბლი შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბის რიგებში მან მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.

ანგარიში ბელგიელმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, როდესაც მატეო კოვაჩიჩის პასი შეირგო, მეკარეს გვერდი აუარა და მშვიდად შეაგორა ბურთი კარში, მაგრამ მასპინძლებმა წონასწორობა ორიოდე წუთში აღადგინეს – თავი რობერტო პერეირამ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში, მატჩის 58-ე წუთზე, აზარმა პენალტი მოიპოვა და თავადვე შეასრულა უნაკლოდ, რაც მისი 101-ე გოლი გამოდგა „ჩელსის“ შემადგენლობაში.

„101 გოლის გატანა ამ საოცარი კლუბისთვის ისეთი რამ არის, რაც არასდროს დამავიწყდება. თუმცა, ახლა გულშემატკივრებს, კლუბსა და მოთამაშეებს მეტი სურთ“, – განაცხადა აზარმა მატჩის შემდეგ, – „მსურს მეტი გოლი გავიტანო და ისეთი ლეგენდა გავხდე, როგორიც ფრენკ ლამპარდი, დიდიე დროგბა და ჯონ ტერი არიან“.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი ჩელსისთან ერთად ორჯერ, 2015 და 2017 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი.

დატოვე კომენტარი