ედენ აზარის სადებიუტო მატჩში მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნთან“ 1-3 წააგო (ვიდეო)

„რეალ მადრიდმა“ ედენ აზართან ერთად თავისი პირველი მატჩი ჩაატარა და „ბაიერნთან“ 1-3 დამარცხდა.

საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში გაიმართა, გუნდებმა ჯამში 41 ფეხბურთელი ათამაშეს.

მადრიდულმა სამეფო გუნდმა მატჩი უძლიერესი შემადგენლლობით დაიწყო, პირველი გოლი კი „ბაიერნის“ კორენტინ ტოლისომ გაიტანა. ამის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ და სერჟ ნიაბრიმ კიდევ ორი დაუმატეს და ანგარიში 3-0 გახდა გერმანელთა სასარგებლოდ.

მატჩის მიწურულს როდრიგომ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა და მატჩი 3-1 დასრულდა.