ედენ აზარის მიმართ გამოძიება დაიწყო #1TVSPORT
ბელგიაში აზარტული თამაშების კომისიამ დაიწყო ედენ აზარის თანამშრომლობის შემოწმება საბუკმეიკერო კომპანია Stake-სთან.
უფრო ადრე, ბელგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი Stake-ის ამბასადორი გახდა. თანამშრომლობის მიზანია საბუკმეიკერო კომპანიის პოპულარიზაცია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წინ.
Stake-ს არ აქვს ბელგიაში მუშაობის ლიცენზია, ამიტომაც ქვეყანაში კომპანიის მოღვაწეობა უკანონოდ მიიჩნევა. თუ გაირკვევა, რომ აზარი ბრენდის პოპულარიზაციას ეწევა ბელგიის აუდიტორიისთვის, კომისიის მონაცემებით, მას იურიდიული სასჯელი ელოდება.
ამასთან, აზარის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ყოფილი ფეხბურთელი კომპანიის გლობალური ელჩია. სოციალურ ქსელებში ბელგიელის პროფილში ასევე მითითებულია, რომ Stake არ არის ხელმისაწვდონი ესპანეთში, სადაც აზარი დღეს ცხოვრობს. და ასევე ბელგიაში.
ედენ აზარის გარდა, Stake ასევე თანამშრომლობს იკერ კასილიასთან და სერხიო აგუეროსთან, გარდა ამისა, პრემიერლიგის კლუბის „ევერტონის“ ბეთინგ-პარტნიორია.