ედენ აზარის გაყიდვით მიღებული თანხით „ჩელსი“ კოუტინიოს ყიდვას გეგმავს
ედენ აზარის გაყიდვით მიღებული თანხით „ჩელსი“ კოუტინიოს ყიდვას გეგმავს

ედენ აზარის გაყიდვით შესული თანხით ლონდონის „ჩელსი“ ფილიპე კოუტინიოს ყიდვას გეგმავს, – იტყობინება ესპანური გამოცემა „მარკა“. ბრაზილიელი ნახევარმცველის „ბარსელონადან“ წასვლა უკვე გადაწყვეტილია და კატალონიელები მასში სერიოზული თანხის მიღებას გეგმავენ, რადგან თავის დროზე კლუბისთვის სარეკორდო თანხად – 160 მილიონ ევროდ ჰყავთ შეძენილი.

ვინაიდან „ჩელსი“ აზარის გასხვისებით დაახლოებით 130 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, სავარაუდოა, რომ კოუტინიოს სანაცვლოდ „ბარსელონასთვის“ სერიოზული წინადადების შეთავაზების უნარი ექნება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო, „ჩელსის“ უეფამ (UEFA) მომდევნო ორი სატრანსფერო „ფანჯრის“ გამოყენება აუკრძალა და თუ სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, კოუტინიოს ვარიანტი ლონდონელებისთვის ავტომატურად გამოირიცხება.