ედენ აზარის ბლიც-ინტერვიუ მადრიდული დერბის წინ
ედენ აზარის ბლიც-ინტერვიუ მადრიდული დერბის წინ

მადრიდული დერბის წინ, „რეალ მადრიდის“ შემტევმა ედენ აზარმა ბრიც-ინტერვიუ მისცა საკუთარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

– აღწერე დერბი ერთი სიტყვით.

– სიგიჟე.

– რომელი არტისტს გააცოცხლებდით?

– ჯონი ჰოლიდეის. ის ცნობილი მომღერალია.

– ვის ისურვებდით თქვენს შესახებ ფილმში აზარის როლის შემსრულებლად?

– ბრედ პიტს.

– თქვენი საყვარელი გოლი ფეხბურთის ისტორიაში?

– ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზინედინ ზიდანის გოლი „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ.

– არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები?

– არა.

– ისურვებდი სამუდამოდ ცხოვრებას?

– რატომაც არა?!

– რომელ ცხოველში ისურვებდი გარდასახვას?

– ლომში.

 

„ატლეტიკოსა“ და „რეალის“ დერბი შაბათს გაიმართება „ვანდა მეტროპოლიტანოზე“. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.