ედენ აზარი - ყველა მწვრთნელს გაწბილებულს ვტოვებ
ედენ აზარი - ყველა მწვრთნელს გაწბილებულს ვტოვებ

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ედენ აზარი აცხადებს, რომ ყველა მწვრთნელს, რომელიც ოდესმე ჰყოლია, ყოველთვის გაწბილებულს ტოვებდა და დარწმუნებულია, რომ მომავალშიც ასე იქნება. ბელგიელი „სტამფორდ ბრიჯზე“ 2012 წელს გადავიდა, მას შემდეგ ოთხი სხვადასხვა მწვრთნელი ჰყოლია (ჟოზე მოურინიო, გუუს ჰიდინკი, ანტონიო კონტე და მაურიციო სარი) და მეტოქის კარი 79-ჯერ აიღო. მიუხედავად ამისა, 28 წლის ფეხბურთელს ხშირად თამაშებისადმი ოდნავ არასერიოზულ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს.

„მე მხოლოდ კონტე არ გამიწბილებია“, – ამბობს აზარი ფრანგულ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში. – „ჩემი კარიერის განმავლობაში ყველა მწვრთნელს ვაწბილებ. მოურინიოც გამიწბილებია და სარისაც ვაწბილებ. ისინი თვლიან, რომ მეტი გოლი უნდა გავიტანო, მეტი გავაკეთო ეს და მეტი გავაკეთო ის. შემდეგ მწვრთნელსაც აუცილებლად გავაწბილებ“.

წლევანდელ სეზონში აზარმა 12 გოლის გატანა მოასწრო და, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა მალე ფეხბურთელი რეალ მადრიდში ვიხილოთ.

თავად აზარი აღიარებს, რომ გასული წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მას მართლაც სურდა ჩელსის დატოვება, თუმცა ახლა გადაიფიქრა და ჯერ არსად წასვლას არ აპირებს.