ედენ აზარი, შესაძლოა, კილიან მბაპეში გაიცვალოს
ედენ აზარი, შესაძლოა, კილიან მბაპეში გაიცვალოს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი შეიძლება გახდეს ნაწილი გარიგებისა, რომლის მიხედვითაც „სამეფო კლუბი“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ფორვარდ კილიან მბაპეს გადაიბირებს, – ამის შესახებ ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito წერს.

ადრე დაიწერა, რომ „რეალი“ 2021 წლის ზაფხულში აპირებს მბაპეს გადაბირებას, თუმცა, მალე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდულ კლუბს ფრანგი ვარსკვლავის შესაძენი თანხა არ გააჩნია.

აზარი ტრავმის გამო მინიმუმ 15 დღეს გამოტოვებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა დაზიანება ლა ლიგას მე-11 ტურში „ალავესის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო. 29 წლის აზარმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ის 28-ე წუთზე შეცვალეს. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ნახევარმცველს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. აღსანიშნავია, რომ ეს არის აზარის მერვე ტრავმა 2019 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა ბელგიელი „ჩელსიდან“ „რეალში“ გადავიდა.