ედენ აზარი შეიძლება MLS-ში გადავიდეს #1TVSPORT
ედენ აზარი შეიძლება MLS-ში გადავიდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი, შესაძლოა, მეიჯორ ლიგ სოკერში (MLS) გადავიდეს, – ამის შესახებ გამოცემა Mundo Deportivo-მ დაწერა.

ადრე ბელგიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ დატოვებს მადრიდულ კლუბს, თუ ხელმძღვანელობა სთხოვს ამას. აზარს მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ამ სეზონში ნახევარმცველმა „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ექვსი მატჩი ჩაატარა  და თითო-თითო გოლი და შედეგიანი გადაცემა დააგროვა.