ედენ აზარი – რეალში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა
(L-R) Kevin Strootman of Holland, Eden Hazard of Belgium during the International friendly match between Belgium and The Netherlands at the King Baudouin Stadium on October 16, 2018 in Brussels, Belgium(Photo by VI Images via Getty Images)
ბელგიური ფეხბურთის ლიდერმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია.
„მადრიდის „რეალში“ თამაში, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. ამას ვადასტურებ. იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ ჩემს შეძენას მოინდომებს, ზუსტად ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე,“ – თქვა ლონდონის „ჩელსის“ ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს, აზარის „რეალში“ გადასვლის თაობაზე ბევრი იწერებოდა, მაგრამ ის დღესაც „ჩელსიშია“, თან ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება – რვა ტურის შემდეგ, შვიდი გოლით პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
Chelsea transfer shock as ex-team-mate claims Eden Hazard may join Real Madrid in JANUARY https://t.co/L3GWz0crns https://t.co/GA5oXyA1AW #Chelsea #hazard #sarri pic.twitter.com/fKrPQOeTzb
— Manfred Rosenberg (@4PawShop) October 17, 2018