ედენ აზარი - რეალ მადრიდი ჩემი ოცნების გუნდია
ედენ აზარი - რეალ მადრიდი ჩემი ოცნების გუნდია

ედენ აზარი ამბობს, რომ ძალიან რთული დილემის წინაშე დგას: ერთის მხრივ, „ჩელსი“ მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მეორეს მხრივ კი თავისი ოცნების კლუბში, „რეალ მადრიდში“ გადასვლის შანსიც გაუჩნდა.

მიმდინარე სეზონში აზარმა პრემიერ-ლიგის რვა მატჩში უკვე შვიდი გოლი გაიტანა.

„არ მინდა, რამე ისეთი ვთქვა, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდება. ჯერ არ ვიცი, გავაფორმებ თუ არა ახალ კონტრაქტს „ჩელსისთან“. მინდა, ისე მოვიქცე, როგორც ჩემი კარიერისთვის იქნება უკეთესი. ამჟამად გონება ორად მაქვს გახლეჩილი: ზოგჯერ, დილით რომ გავიღვიძებ, ვფიქრობ, რომ წასვლა მინდა, მეორე დღეს კი დარჩენა მირჩევნია. „რეალ მადრიდი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ვერ მოვიტყები და ნამდვილად ჩემი ბავშვობის ოცნებაა ამ გუნდში თამაში“, – ამბობს 27 წლის ფეხბურთელი.

ბელგიელ თავდასმხმელს, არსებული კონტრაქტის მიხედვით, „ჩელსის“ შემადგენლობაში კიდევ ორი წლით უწევს დარჩენა, თუმცა მადრიდულ სამეფო კლუბთან მიმართებაში მისი სახელი სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის.