ედენ აზარი - მსოფლიოში საუკეთესო რომ გავხდე, ამისათვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში უნდა ვითამაშო
ედენ აზარი - მსოფლიოში საუკეთესო რომ გავხდე, ამისათვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში უნდა ვითამაშო

მადრიდის „რეალმა“ გულშემატკივრებს ედენ აზარი ოფიციალურად წარუდგინა. 28 წლის ბელგიელი ფორვარდი მადრიდულ სამეფო კლუბს „ჩელსიდან“ შეუერთდა და ესპანელებმა მასში თითქმის 160 მილიონი ევრო გადაიხადეს.

აზარის წარდგენას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 50 000 ქომაგი ესწრებოდა.

„რეალ მადრიდში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო“, – უთხრა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს, მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე დაამატა:

„ნამდვილად მინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გავხდე, მაგრამ ამისთვის ჯერ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში უნდა ვითამაშო. მე გალაკტიკო არა ვარ, მაგრამ ვეცდები გავხდე. ჯერჯერობით მე მხოლოდ ედენ აზარი ვარ“.

ედენ აზარმა პროფესიული კარიერა 2007 წელს ფრანგულ „ლილში“ დაიწყო, ლონდონის „ჩელსიში“ კი 2012 წლიდან თამაშობდა.