ედენ აზარი - მსოფლიო თასის ფინალში გასვლა გვსურს
ედენ აზარი - მსოფლიო თასის ფინალში გასვლა გვსურს

ბელგიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მზადაა, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ მშვენიერი გუნდი გვყავს და ძალიან გვინდა, ფინალში გავიდეთ. ოთხი წლის წინ ჩვენ არგენტინასთან წავაგეთ, მაგრამ ახლა ის მატჩი სხვაგვარად დასრულდებოდა. ჩვენ უკეთესები გავხდით და გავძლიერდით. ახლა საუკეთესო ფორმაში ვართ და ვიმედოვნებ, თამაშებს ასეთივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ“, – ამბობს აზარი.

შეგახსენებთ, ბელგიელებმა ჯგუფში მატჩი ორივე მოიგეს, პანამასთან 3:0, ტუნისთან 5:2 და მერვედფინალში გავიდნენ. „ჩელსის“ შემტევმა ნახევარმცველმა აზარმა კი ტუნისთან დუბლი შეასრულა.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!