ედენ აზარი ლა ლიგის პირველ მატჩში ვერ ითამაშებს
ედენ აზარი ლა ლიგის პირველ მატჩში ვერ ითამაშებს

ბელგიელი შემტევი ედენ აზარი, დიდი ალბათობით, ვერ დაეხმარება მადრიდის „რეალს“ ლა ლიგას ახალი სეზონის სასტარტო მატჩში. ამის შესახებ გამოცემა Cadena Cope-მ დაწერა.

წყაროს ცნობით, ბელგიელი ჯერ ისევ აგრძელებს აღდგენას აქილევსის მყესზე გადატანილი ტრავმის გამო. ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ვერ მოასწრებს ოპტიმალური კონდიციების აკრეფას „რეალ სოსიედადთან“ მატჩისთვის, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება. ამიტომაც, აზარის მონაწილეობა მატჩში ნაკლებად სავარაუდოა.

ლა ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში აზარმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა 22 მატჩში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია „რეალისთვის“ გაჩემპიონებაში.

დატოვე კომენტარი