ედენ აზარი ესპანეთის სუპერთასს გამოტოვებს
ედენ აზარი ესპანეთის სუპერთასს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი ვერ შეძლებს მონაწილეობას ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაში, რომელიც წელს ახალი ფორმატით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერის ბოლოს, ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრამვა მიიღო „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში და მას შემდეგ, მოედანზე არ გამოჩენილა. აზარს მარჯვენა ფეხზე კუნთის ტრავმა დაუდგინეს.

„რეალის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ 28 წლის ფეხბურთელი მოასწრებდა აღდგენას ესპანეთის სუპერთასისთვის, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი გაიწელა და ახლა ელოდებიან, რომ აზარი მწყობრში მხოლოდ თებერვლის დასაწყისისთვის დაბრუნდება.

2020 წელს, ესპანეთის სუპერთასი ახალი ფორმატით გაიმართება. საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში შედგება „ოთხთა ტურნირი”. 8 იანვარს პირველ ნახევარფინალში „ვალენსია“ და „რეალი“ ითამაშებენ, 9 იანვარს – „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“. ნახევარფინალში გამარჯვებულები 12 იანვარს, ფინალში გაარკვევენ ესპანეთის სუპერთასის მფლობელს.