ედენ აზარი ესპანეთის ჩემპიონატს ვერ დაიწყებს
ედენ აზარი ესპანეთის ჩემპიონატს ვერ დაიწყებს

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

პრესსამსახურის ცნობით, ბელგიელს ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გაუცდება აზარს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს „სელტას“ წინააღმდეგ, რომელიც შაბათს, 17 აგვისტოს გაიმართება.

აზარი „რეალში“ ამ ზაფხულს „ჩელსიდან“ 100 მილიონ ევროდ გადავიდა.

დატოვე კომენტარი