ედენ აზარი ერთი თვე ვერ ითამაშებს
ედენ აზარი ერთი თვე ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი დაახლოებით სამი-ოთხი კვირით გამოვიდა მწყობრიდან, – წერს ესპანური გაზეთი „ასი“ (AS). 28 წლის ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა დაუდგინეს.

ვარაუდობენ, რომ აზარი ვერ დაეხმარება „რეალს“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში – „სელტას“, „ვალიადოლიდისა“ და „ვილიარეალის“ წინააღმდეგ.

ასევე დიდი ალბათობით, ნახევარმცველი გამოტოვებს ბელგიის ნაკრების მატჩებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში – სან მარინოსა და შოტლანდიის წინააღმდეგ.

თუ ექიმების პროგნოზები გამართლდება, აზარის ოფიციალური დებიუტი „რეალის“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში შედგება „ლევანტეს“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში.