ედენ აზარი ბელგიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

15:26, 14.01.2021

ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ასოციაციამ გამოკითხვის შედეგად ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

პირველ ადგილზე მადრიდის „რეალის“ შემტევი ედენ აზარი გავიდა, რომელიც 125 წლიან ისტორიაში საუკეთესოდ დასახელდა.

ბელგიის საფეხბურთო ისტორიის ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: ვენსან კომპანი, კევინ დე ბრუინი, იან კულემანსი, რომელუ ლუკაკუ, პოლ ვან ჰიმსტი, ერიკ გერეტსი, გი ტისი, ჟან მარი პფაფი და რაიმონ გუტალსი.

მსგავსი