ედენ აზარი ბელგიაში წლის მოთამაშედ გამოცხადდა
ედენ აზარი ბელგიაში წლის მოთამაშედ გამოცხადდა

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი 2019 წელს ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ წელს, აზარმა ბელგიის ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბელგიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა ათიდან ათი მოგებით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ედენ აზარმა კლუბი შეიცვალა – ლონდონის „ჩელსიდან” მადრიდის „რეალში“ გადავიდა.