ედენ აზარი „ალ-ნასრის“ ოფისს ეწვია და მთავარ მწვრთნელს შეხვდა #1TVSPORT
ედენ აზარი „ალ-ნასრის“ ოფისს ეწვია და მთავარ მწვრთნელს შეხვდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ედენ აზარს ვიზიტი ჰქონდა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“, რომელშიც ცოტა ხნის წინ პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო გადავიდა. ბელგიელი ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას შეხვდა, – იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-ი.

მადრიდული კლუბი ამ დღეებში საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც ესპანეთის სუპერთასის „ოთხთა ტურნირი“ გაიმართა.

ადრე არაერთხელ დაიწერა, რომ „ალ-ნასრი“ დაინტერესებულია აზარის გადაბირებით.

რუდი გარსია კარგად იცნობს ბელგიელს – მისი ხელმძღვანელობით აზარი საფრანგეთის „ლილში“ თამაშობდა.