ებრაჰიმ რაისი - ირანს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა სურს
ებრაჰიმ რაისი - ირანს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა სურს

ირანს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა სურს, – აღნიშნულის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ბრაჰიმ რაისმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რაისის თქმით, ირანის ირანი მოლაპარაკებების განახლებას სასარგებლოდ მიიჩნევს, რომლის საბოლოო შედეგი აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნა უნდა გახდეს.

რაისი, რომელიც თავად იმყოფება აშშ-ის სანქცირებულთა სიაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები კაცობრიობის წინაშე დანაშაულია, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რაისის პრეზიდენტად არჩევიდან ორ დღეში შეწყდა. მხარეებს ჯერჯერობით არ განუცხადებიათ როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი.