ებოლას ვირუსმა კონგოში 17 ადამიანი იმსხვერპლა
ებოლას ვირუსმა კონგოში 17 ადამიანი იმსხვერპლა

ებოლას ვირუსმა კონგოში 17 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის საშიშროებაზე საუბრობს.

ვირუსით ინფიცირებული სულ 21 პაციენტი იყო აღრიცხული, დღეისათვის კი მკურნალობას მხოლოდ ოთხი მათგანი განაგრძობს.

ებოლას ვირუსი ადამიანზე როგორც სხვა ინფიცირებული ადამიანიდან, ასევე ცხოველებიდან გადადის. ვირუსი შორ მანძილზე ღამურების საშუალებით ადვილად ვრცელდება. მას ჰემოლაგიური ცხელება ახასიათებს და ხშირად ფატალურად სრულდება.

ებოლას ვირუსს აფრიკის კონტინენტზე ორი წლის წინ დაუდასტურებელი მონაცემებით 28 600, ოფიციალური აღრიცხვით კი 11 300 ადამიანი ემსხვერპლა.