ებერეჩი ეზე „ტოტენჰემში“ გადასვლას მიუახლოვდა #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემი“ ახლოს არის „კრისტალ პალასის“ ლიდერის, ებერეჩი ეზეს შეძენასთან, – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
27 წლის ინგლისელმა შემტევმა პირადი კონტრაქტის დეტალებთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწია „ტოტენჰემთან“, ის ხელშეკრულებას 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმებს. ამჟამად მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით.
ეზე „კრისტალ პალასს“ 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 167 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. კარიერის დასაწყისში ის „ქუინზ პარკ რეინჯერსსა“ და „უიკომბ უონდერერსში“ თამაშობდა.
2025 წელს ეზემ „კრისტალ პალასთან“ ერთად ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო.