„E ლიგის“ მოთამაშეები ჯგუფებში გადანაწილდნენ
„E ლიგის“ მოთამაშეები ჯგუფებში გადანაწილდნენ

რამდენიმე დღეში დაიწყება ეროვნული ლიგის ვირტუალური საფეხბურთო გათამაშება „E ლიგა“, რომლის სლოგანია „უგულშემატკივრე შენს გუნდს და საყვარელ ფეხბურთელს სახლიდან გაუსვლელად“.

ფიფა 2020-ში საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად „ეროვნული ლიგის“ ფეხბურთელები იბრძოლებენ. გაირკვა ბოლო მოთამაშეც – გორის „დილას“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე – გიორგი ჩოჩიშვილი წარმოადგენს.

„E ლიგის“ გათამაშებაში მოთამაშეები ორ ხუთგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ.

ა ჯგუფი

გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ)
გიორგი ფანცულაია (ტორპედო)
გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)
გიორგი კახელიშვილი (მერანი თბ)
სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო)

ბ ჯგუფი

ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია)
გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)
ირაკლი რუხაძე (თელავი)
ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა)
ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ)