ძველი გვარდია შეიკრიბა - ზამთრის თასზე საქართველოს შემადგენლობა ცნობილია
ძველი გვარდია შეიკრიბა - ზამთრის თასზე საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

ცნობილი გახდა საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც „ზამთრის თასზე“ ლეგენდების გათამაშებაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებსი სრული სია ასე გამოიყურება: გიორგი ლომაია, ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, გია კვარაცხელია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, მამუკა მაჭავარიანი, გოჩა ჯამარაული, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ვეტერანთან ნაკრები შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია – ფინალში ქართველმა ვეტერანებმა ესპანეთი 6:3 დაამარცხეს და მთავარი პრიზის მფლობელები გახდნენ.

წელს ზამთრის თასზე მარკო მატერაცი, ნუნუ გომეში, ჯერემი ნჯიტაპი, ვლადიმირ შმიცერი, ივიცა ოლიჩი და პატრიკ ბერგერი ითამაშებენ. ლეგენდების გათამაშება 13 იანვარს გაიმართება. მანამდე გამარჯვებულებს 15-წლამდელები და ეროვნული ლიგის გუნდების გაარკვევენ.

11, 12 და 13 იანვარს ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებას უმასპინძლებს.