ძიუდო | „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ნახევარფინალშია. ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში ყაზახური „ჟენისი“ 4:2 დაამარცხეს და ფინალში გასასვლელად მასპინძელ კლუბს, „რედ სტარს“ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ), გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ლუკა ჟღენტი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ), გურამ თუშიშვილი (+90 კგ).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გუნდები იღებენ.