ძმებმა ანტეტოკუნმპოებმა მატჩის დასრულების შემდეგ მაისურები გაცვალეს (ვიდეო)
ძმებმა ანტეტოკუნმპოებმა მატჩის დასრულების შემდეგ მაისურები გაცვალეს (ვიდეო)

„მილუოკიმ“ დღეს საკუთარ არენაზე „ლეიკერსს“ უმასპინძლა. ენტონი დევისის ბრწყინვალე თამაშისა და ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლის მიუხედავად ლოს ანჯელესელებმა შეხვედრა 111-104 დათმეს.

„ბაქსის“ რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც შეხვედრა 34 ქულითა და 11 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა. ბერძენი სუპერვარსკვლავისთვის დღევანდელი მატჩი სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო. იანისს საშუალება მიეცია, რომ თავის ორ ძმასთან ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ერთ შეხვედრაში ეთამაშა.

„მილუოკიში“ იანისის უფროსი ძმა თანასისი თამაშობს. უმცროსი ძმა კოსტასი კი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ღირსებას იცავს. მატჩის დასრულების შემდეგ ძმებმა მაისურები გაცვალეს.