ძმები ხორხელები 21-წლამდელებში ერთად ითამაშებენ - ახალგაზრდულ ნაკრებს ხარაბაძე ტრავმის გამო დააკლდება #1TVSPORT
ძმები ხორხელები 21-წლამდელებში ერთად ითამაშებენ - ახალგაზრდულ ნაკრებს ხარაბაძე ტრავმის გამო დააკლდება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 3 ივნისს, რუმინეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება, იძულებითი ცვლილება მოხდა.

ტრავმის გამო, ახალგაზრდულ ნაკრებს „დინამო თბილისის“ ფლანგის მცველი, ლევან ხარაბაძე ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 21-წლამდელების შეკრებას ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველი, ლუკა ხორხელი შეუერთდება. აღშანიშნავია, რომ ნაკრებში მანამდე მისი ძმა, ნიკა ხორხელი იყო გამოძახებული, ორივე კი წელს „სიონის“ ლიდერები გახდნენ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ახალგაზრდული ნაკრებების ეს მატჩი 3 ივნისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რუმინელებთან მატჩისთვის, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სულ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ოთხი მოთამაშე – ლუკა ხარატიშვილი, ლაშა კვარაცხელია, შაკო ოგბაიძე და ლევან ოსიყმაშვილი ახალგაზრდული ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული.

გორში საქართველოსა და რუმინეთს 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა 3 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება – მატჩზე დასწრება თავისუფლია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

გუნდებმა 2021 წლის სექტემბერში ქალაქ ვოლუნტარიში ითამაშეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა.

U21 შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი)

მცველები: სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (ორივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი ბ, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო)

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი (ორივე – სიონი ბოლნისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი)

თავდასხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია)