ძმებ კენჭაძეებს ჭრებალოში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ძმებ კენჭაძეებს ჭრებალოში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონებს ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეებს, ჭრებალოს სპორტულ დარბაზში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ძმებს წარმატება რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ მიულოცეს.

ძმებ კენჭაძეებს დეპუტატის გოჩა ენუქიძის ინიციატივითა და შუამდგომლობით თბილისში ორ ოთახიანი ბინა გადაეცემათ. ამის შესახებ განცხადება მან ჭრებალოს სპორტულ დარბაზში გააკეთა.
გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტის ხელძღვანელების გადაწყვეტილებით კი ჭრებალოს ახლად აშენებულ საჭიდაო დარბაზს ძმების სახელი მიენიჭება.

ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეებმა ბუქარესტში გამართულ 23 წლამდელთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს.
ძმები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ტოლიდან არიან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჭრებალოს საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.