ძიუდოში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ვადა 30 ივნისამდე გახაგრძლივდება
ძიუდოში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ვადა 30 ივნისამდე გახაგრძლივდება

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ან გადაიდო და ან ჩაიშალა.

ყველა კონტინენტური პირველობა, რომელიც დაგეგმილი იყო 30 აპრილამდე, გადაიდო. ჭაბუკთა და ახალგაზრდულ დონეზე 30 აპრილამდე ჩასატარებელი ყველა ღონისძიება გაუქმდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეურთა გადაწყვეტილებით, რადგან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ძიუდოისტებს სალიცენზიო ქულები აქვთ ჩასათვლელი, სალიცენზიო მარათონი 30 მარტის ნაცვლად, 30 ივნისს დასრულდება.