ძიუდოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონიის ნაკრები გახდა
ძიუდოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონიის ნაკრები გახდა

ჭიდაობა ძიუდოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონიის ნაკრები გახდა. იაპონელებმა საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით გუნდური შეჯიბრის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრების წევრებს შედეგით 4:2 მოუგეს.

გუნდური შეჯიბრი ინდივიდუალური პირველობის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოში ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები სამშობლოში 2 სექტემბერს სტამბოლის რეისით 09:35 საათზე ჩამოფრინდებიან.