მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარზებს | ძიუდო
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარზებს | ძიუდო

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

81-კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი შეეცდებიან.

90კგ-ში ლაშა და მიხეილ ბექაურები იჭიდავებენ, ხოლო ქალებში, 70კგ-ში ტატამზე მარიამ ჭანტურია გამოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ასევე ევროპის მომქმედი ჩემპიონიცაა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოსტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დღევანდელი წინასწარი შეხვედრები 13.30-ზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19.00 საათზე დაიწყება.