ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქართველი ძიუდოისტები – ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე 2021 წლის სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა.

ლაშა შავდათუაშვილი წარდგენილია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ძიუდოისტი“, ილია სულამანიძე კი ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“.

გამოკითხვა 10 დეკემბერს დასრულდება და გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შესაძლებელია ბმულზე.