ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT

18:54, 13.10.2026

აზრბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

60 კგ

გიორგი სარდალაშვილს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებით, რეიტინგში 1000 ქულა დაემატა და 12 საფეხურით დაწინაურდა – მას 2980 სარეიტინგო ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა.

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი 831 სარეიტინგო ქულით 57-ე ადგილს იკავებს.

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე რაუნდში დამარცხდა და შესაბამისად, რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა – მას ამჟამად 2240 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

81 კგ

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებით 2000 ქულა დაემატა და მანდ 24 პოზიციით წინ წაიწია – მსოფლიო ჩემპიონი რეიტინგში მერვეა.

90 კგ

ლაშა ბექაურს მცირე წინსვლა აქვს და ამჟამად მე-13 პოზიციაზე, ლუკა მაისურაძე კი ორი საფეხურით დაქვეითდა და მეოთხეა.

100 კგ

კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, 25 წლის ილია სულამანიძეს 5652 სარეიტინგო ქულა დაუგროვდა და რეიტინგში მეორე ნომერია.

+100

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი 3029 ქულით რეიტინგის მე-12 ნომერია, ამავე წნაში მოასპარეზე 24 წლის ირაკლი დემეტრაშვილი 3632 ქულით – მეშვიდე.

57 კგ

ქალთა შორის 57 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლით, ეთერ ლიპარტელიანი რეიტინგში კვლავ პირველი ნომერია.

ცნობისათვის, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

მსგავსი