ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურზე წერს - ფენომენი ტაშკენტში იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდოში ტაშკენტში გრანდ სლემი 27 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება.
ტურნირის დაწყებამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ყურადღება იმ ვარსკვლავებზე გაამახვილა, რომლებიც უზბეკეთის დედაქალაქში გრანდ სლემზე გამოვლენ.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელიც 2026 წელს პირველად სწორედ ტაშკენტში იჭიდავებს.
„ფენომენი ლაშა ბექაური ტაშკენტში იასპარეზებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ლოს ანჯელესის ოლიმპიადისა და მესამე ოქროსთვის ემზადება, ტატამიზე ბრუნდება. როცა ბექაური ბრძოლას იწყებს, მაყურებლები უნდა დასხდნენ და ისიამოვნონ, რადგან მის გამოსვლას მთელი ძიუდოს სამყარო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება“, – ვკითხულობთ IJF-ის სტატიაში.
ბექაურს ტაშკენტის გრანდ სლემზე პირველ მარტს ვიხილავთ.