ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

6-13 ოქტომბერს ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ტრადიციულად შემადგენლობაში 90 და 100 კგ წონითი კატეგორიები გაორდება​. ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენს გუნდს გიორგი ტერაშვილი და ბექა ღვინიაშვილი დაემატებიან.

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.